Tuesday, 26 April 2016

განათლებული უწიგნურები

განათლებული უწიგნურები


 გაანათლებული უწიგნურები''   



საერთოდ ძალიან ხშირად ვახსენებ საზოგადოებასდა ვსაუბრობ მის პრობლემებზერაც ჩემპოსტებშიც გამოიხატება და დღესაც მინდასაზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემაწიგნიერებაზე გესაუბროთრადგან დღევანდელისოციუმის განათლების დონე საკმაოდ დაბალია,მაგრამ საქართველო უნივერსტეტის დიპლომის მქონე ადამიანებისპროცენტული რაოდენობითერთ-ერთ მოწინავე ადგილებს ვიკავებთრაც ნამდვილად სასაცილოა სატირალირომ არ იყოსჩვენ კი უაზრო ამბიციებიგვაწუხებსგვგონია რომ ყველაზე ჭკვიანები და გონიერები ვართრაცნამდვილად არ არის ასე.  დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ძალიან ბევრიადამიანი  შემეკამათება და მეტყვის რომ ვცდები(ნეტა მართლა ვცდებოდე)მაგრამ როცა ადამიანი ერთმანეთისგან  ობსერვატორიას და კონსერვატორიასვერ არჩევსროცა არ იცის რა არის კინოლოგიააზრზე არ არის თუ ვინ იყოდავით აღმაშენებელიიურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ლტოლვილსადა დევნილს ვერ ანსხვავებსერთმანეთისგანივანე ჯავახიშვილისუნივერსიტეტის სტუდენტმა არ იცის ვინ იყო პეტრე მელიქიშვილიმგონიარომ ამბიციები სულ ცოტათი გვერდით უნდა გადავდოთ და განათლებასხელი მოვკიდოთრათა ჩვენი ამბიციების რეალიზება სულ ცოტათი მაინცმოვახერხოთხალხო კარგად დაფიქრდით რა სამარცხვინო ფაქტებიჩამოვთვალე ეს ხომ უსირცხვილობაა და მეტი  არაფერი.
                                    
                                           ''იუნესკოს'' ყოველ წლიური ანგარიში


„იუნესკომ“ გამოაქვეყნა თავისი ყოველწლიური ანგარიში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის ინდექსის მიხედვით, 128 ქვეყნიდან საქართველო 22-ე ადგილზეა.
„იუნესკოს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ისრაელი, ბელგია, ესტონეთი, პორტუგალია, შვეიცარია და სხვ.
ეს მაჩვენებელი „იუნესკომ“ 2007 წლის მონაცემებზე დაყრდნობით პირველად გამოავლინა. ინდექსი განათლების ხელმისაწვდომობას (EDUCATION FOR ALL) სხვადასხვა შედეგების მიხედვით ზომავს. ესენია: დაწყებითი განათლება, წიგნიერება მოზარდებში (15 წლის ზემოთ), გენდერული თანასწორობა, განათლების ხარისხი (V კლასის მიხედვით). 2007 წლის მონაცემების ანალიზის შედეგად, რომელიც პირველად ახლა გახდა ცნობილი, პირველ ადგილზე ნორვეგიაა, მეორეზე იაპონია, მესამეზე კი - გერმანია.
„იუნესკო“ განათლების ხელმისაწვდომობის მონიტორინგის ანგარიშებს 2000 წლიდან აქვეყნებს.
                   
                                     

No comments:

Post a Comment